იტალიელმა კომენტატორმა რიკარდო ტრევიზანიმ განაცხადა, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ფედერიკო კიეზათი და ედონ ჟეგროვათი თუ შეცვლის, ძალიან კარგ გარიგებას განახორციელებს.
„ნაპოლი“ კვარას შეცვლა ჟეგროვათი აპირებს, მაგრამ ის ძირითადად მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, პოლიტანოს და ნერეშის მსგავსად. ასევე საუბრობენ კიეზაზეც. ის და კიეზა კარგი გამოსავალია. კვარაცხელიას 80 მილიონად თუ გაყიდიან და კიეზას და ჟეგროვას დაიმატებენ, ეს დიდი ოპერაცია იქნება“, - თქვა ტრევიზანიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.