ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა სერია A-ს უახლოესი ტურის მატჩიც გამოტოვოს. ტრანსფერის შესახებ გავრცელებული ხმების პარალელურად, ქართველი შემტევი კუნთის პრობლემისგან ბოლომდე ჯერ ვერ განიკურნა.
დღეს, კვარა მხოლოდ თერაპიული მუშაობით შემოიფარგლა, შესაბამისად, ვინაიდან გუნდთან ერთად ისევ არ უვარჯიშია, „ვერონას“ წინააღმდეგ მოედანზე მისი ყოფნა დიდი ალბათობით, გამორიცხულია.
ქართველს წინა შეხვედრაც გაუცდა ფლორენციის „ფიორენტინას“ წინააღმდეგ, ხოლო „ვერონას“ „ნაპოლი“ 12 იანვარს დაუპირისპირდება.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.