ფეხბურთი

15:09 | 10.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძემ "გალათასარაის" ძალიან მაღალი ხელფასი მოსთხოვა, რამაც შეიძლება ტრანსფერი ჩაშალოს

სტამბოლის „გალათასარაი“ „ლიონს“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მოურიგდა, მაგრამ ქართველ ფეხბურთელთან ჯერ შეთანხმება მიღწეული არაა.

მიქაუტაძე თურქული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ოკან ბურუკის მთავარი სამიზნეა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის პირადმა მოთხოვნებმა შეიძლება გარიგება ჩაშალოს.

„გალათასარაი“ „ლიონს“ 22 მილიონ ევროდ ტრანსფერზე მოურიგდა, ახლა პრობლემა მიქაუტაძის ხელფასია, რომელიც თურქებისგან სეზონში 5 მილიონ ევროს ითხოვს, რაც დიდი თანხაა, იმის გათვალისწინებით, რომ „ლიონში“ მისი ხელფასი მხოლოდ 2 მილიონი ევროა.

თურქული მედია წერს, რომ სწორედ მაღალი ხელფასის მოთხოვნის გამო შეიძლება „გალამ“ უარი თქვას ტრანსფერზე „რენის“ ფეხბურთელის, ამინ გუირის გადაბირებაზე გადაერთოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით 22 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.

0.116101