ლივერპულის „ევერტონიდან“ მთავარი მწვრთნელი შონ დაიჩი და მისი ასისტენტები დაითხოვეს.
დაიჩის გათავისუფლების მიზეზი ბოლო დროს წარუმატებელი შედეგები გახდა. „ევერტონი“ პრემიერლიგაში 17 ქულით მხოლოდ მე-16 ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ გუნდს დროებით 18-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეიტონ ბეინსი და „ევერტონის“ კაპიტანი სეამუს კოულმენი უხელმძღვანელებენ, მანამ, სანამ კლუბი ახალ მწვრთნელს იპოვის.
მათი ხელმძღვანელობით „ევერტონმა“ ინგლისის ასოციაციის თასზე გუშინ „პიტერბრო“ 2:0 დაამარცხა.