ფეხბურთი

1:42 | 10.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდი" "ფულემთან" დამარცხდა, გიორგი ჩაკვეტაძე თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო

ინგლისის FA Cup -ის 1/32 ფინალურ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძის "უტფორდი" სტუმრად "ფულემს" დაუპირისპირდა და უშანსოდ 1:4 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა 26-ე წუთზე გახსნეს, თავი როდრიგო მუნიესმა გამოიჩინა, რასაც მალევე უპასუხა როკო ვატამ და 33-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა 1:1, ამის შემდეგ პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა. მეორე ტაიმი გაცილებით უკეთ დაიწყეს "ფულემის" ფეხბურთელებმა, რაც ანგარიშშიც მალევე ასახეს. ჯერ თავი 49-ე წუთზე რაულ ხიმენესმა გამოიჩინა, შემდეგ 65-წუთზე იოჰიმ ანდერსენმა გაიტანა, ხოლო შეხვედრას წერტილი ბელგიელმა ტიმოთი კასტანმა დაუსვა 4:1.

გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და ქართველი ფეხბურთელი თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო.

გიორგი ჩაკვეტაძე და "უოტფორდი" შემდეგ შეხვედრას 14 იანვარს ჩაატარებენ, სადაც "კარდიფს" დაუპირისპირდებიან.

0.114857