ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის "რეალმა" "მალიორკა" დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე კატალონიის "ბარსელონა" იქნება.
შეხვედრაში ანგარიში 63-ე წუთზე გაიხსნა, თავის გამოჩენა მადრიდელთა მხრიდან ჯუდ ბელინგემმა მოახერხა. დანარჩენი გოლების გატანა "სამეფო კლუბმა" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლეს, ჯერ ვალიენტიმ 92+2 წუთზე ავტოგოლი გაიტანა, ხოლო 3 წუთში როდრიგომ შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა 3:0.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალური შეხვედრა მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის 12 იანვარს გაიმართება.