ფეხბურთი

0:30 | 10.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პსჟ"-ს შემდეგ საქმეში "ლივერპული" ერთვება
შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი თანაგუნდელები გახდნენ

"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში "პსჟ"-ს შემდეგ, "ლივერპულიც" ერთვება. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Athletic- ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მერსესაიდელებს" კვარაცხელიას შეძენა გეგმაში არ ჰქონიათ, თუმცა თუ ქართველი ფეხბურთელის გაფორმება მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში იქნება შესაძლებელი "ლივერპული" მზადაა ხვიჩას შესაძენად ყველაფერი გააკეთოს.

გეტყვით, რომ გავრცელებული ინფორმაციით ხვიჩა კვარაცხელიამ თანხმობა განაცხადა "პსჟ"-ში გადასვლაზე და მოლაპარაკებები კლუბებს შორის უკვე მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ცნობილმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდია შანსი ქართველმა ფეხბურთელმა ადგილსამყოფელი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შეიცვალოს. იმ შემთხვევაში, თუ კვარა "ლივერპულში" გადავა, ის და გიორგი მამარდაშვილი თანაგუნდელები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.116736