სხვა

22:00 | 9.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია შესაძლოა მერაბ დვალიშვილის კუთხეში იდგეს

UFC - ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა დაასახელა ის ადამიანები, რომლებიც უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბის დროს მის კუთხეში იდგებიან.

ქართველი "მანქანის" თქმით შესაძლოა მის კუთხეში ილია თოფურია იდგეს.

"ჩემს კუთხეში ტრადიციულად ჩემი მეგობარი ალჯამაინ სტერლინგი იდგება, ასევე იქნებიან ჯონ ვუდი და რეი ლონგო ნიუ იორკიდან ჩამოფრინდება. მინდა ჩემს კუთხეში ილია თოფურიაც იდგეს, მე მას ვთხოვე და თუ დრო ექნება ისიც ჩემს გვერდით იქნება." - განაცხადა მერაბმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირება 19 იანვარს გაიმართება. მის კუთხეში კი, მისი ბიძაშვილი და UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი იქნება.

0.121208