ფეხბურთი

23:20 | 9.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა "ნაპოლის" ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა კლუბი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შეიცვალოს და "პსჟ"-ში გადაბარგდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით კვარა ტრანსფერზე თანახმაა და მოლაპარაკებები ახლა კლუბებს შორის იმართება. როგორც რომანო წერს "ნაპოლი" 80 მილიონს ითხოვს ქართველის სანაცვლოდ.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტრანსფერი განხორციელდება, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელების სიაში მეორე ადგილს დაიკავებს.

"ნაპოლის" ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელების ხუთეული ასე გამოიყურება:

1 - გონსალო იგუაინი 2016 წელს "იუვენტუსსში" 90 მილიონად გადავიდა.
2 - ედისონ კავანი 2013 წელს "პსჟ"-ში 64 მილიონად გადავიდა.
3 - ჟორჟინიო ლოდონის ჩელსმა 2018 წელს 57 მილიონად შეიძინა.
4 - კიმ მინ ჯე 2023 წელს "ბაიერნში" 50 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.
5 - კალიდუ კულიბალი 41 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა 2022 წელს "ჩელსიში".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.119969