UFC-ს სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს მისმა მეგობარმა მაგდი ამაჩოვმა უღალატა და უმარ ნურმაგომედოვს ქართველ „მანქანასთან“ ბრძოლის კემპში ეხმარება.
როგორც ირკვევა, ამაჩოვი მერაბ დვალიშვილის ყველა სისუსტეზე, თუ სიძლიერეზე ნურმაგომედოვის მწვრთნელებთან საუბრობს და ტაქტიკის შემუშავებაში ეხმარება.
მაგდი ამაჩოვი დაღესტნელი მებრძოლია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ყველაფრის გარეშე იყო და მანქანაში ძილი უწევდა. მას დახმარების ხელი, სწორედ მერაბმა გაუწოდა და მასთან წაიყვანა საცხოვრებლად, ეხმარებოდა ყველანაირად და მის ცოდნას უზიარებდა. მან კი, როდესაც უმარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის ჩხუბი ოფიციალურად ჩაინიშნა უღალატა და მტრის ბანაკში გადავიდა.
ამაჩოვი ერთი წლის წინ მერაბზე შემდეგნაირად საუბრობდა.
„ლას-ვეგასში ჩემი მანქანით ჩავედი, იქ ვცხოვრობდი და ღამეების გათენებაც იქ მიწევდა. როდესაც UFC-ის დარბაზში მივედი სავარჯიშოდ არავინ მიშვებდა, კოტრაქტის ჩვენებას მთხოვდნენ, რომელიც არ მქონდა. ერთ დღეს შემთხვევით გავიცანი მერაბი, ვისპარინგეთ და ხელი ჩამოვართვით, მითხრა ვარჯიში გააგრძელე დიდი მომავალი გაქვსო. შემდეგ მკითხა სად ცხოვრობ სად გაჩერდი? მე ფანჯრიდან ჩემი მანქანა დავანახე, რაზეც გაიცინა და მითხრა შენ მანდ არ უნდა ცხოვრობდეო და თავისთან წამიყვანა, ერთი ოთახი გამომიყო და ცხოვრების უფლება მომცა. გარდა ამისა, მერაბი ყველანაირად მეხმარებოდა, როგორც ვარჯიშებში, ისე ფინანსურად.“
23 წლის მაგდი ამაჩოვის საქციელზე ისაუბრა, მერაბ დვალიშვილის გუნდის წევრმა ვატო ღვინჯილიამ.
„ვერ წარმოვიდგენდი, თუ მაგდი ასეთ რამეს გააკეთებდა, გული მწყდება, რადგან ამ დროის მანძილზე ხშირი ურთიერთობა გვქონდა, ვმეგობრობდით და ერთმანეთს მხარში ვედექით. როდესაც მერაბის და უმარის ჩხუბი ოფიციალურად ჩაინიშნა, იმავე დღეს დარბაზში ვვარჯიშობდით, მაგდიც ჩვენთან ერთად იყო.ვარჯიშის შემდეგ ის მუხლებზე იყო დაყრდნობილი და თავი დაბლა ედო, მე მივედი და ვკითხე, თუ რა ხდებოდა. მან სიტუაცია ამიხსნა და თქვა რომ თავს უხერხულად გრძნობდა, რადგან მერაბიც და უმარიც მისი მეგობრები იყვნენ. მე რჩევა მივეცი და ვურჩიე ნეიტრალური დაეჭირა, არაფერი ელაპარაკა და არ ევარჯიშა არცერთთან ერთად, თუმცა ის წავიდა და ახლა უმარს ეხმარება.“ განაცხადა ვატო ღვინჯილიამ, მის youtub არხზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირება საქართველოს დროით 19 იანვარს გაიმართება.