ფეხბურთი

19:25 | 9.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას ტრანსფერზე დე ლაურენტისი ეკონომიკაში ნობელის პრემიას იმსახურებს"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია უნდა გაყიდოს.

როგორც მან აღნიშნა, აურელიო დე ლაურენტისი ეკონომიკაში ნობელის პრემიას იმსახურებს, თუ კვარას 80 მილიონ ევროდ გაყიდის.

„კვარაცხელია აღარ არის კონტეს პროექტში ცენტრალური ფიგურა და არსებობს რისკი, რომ მისი ფასი კიდევ უფრო დაეცეს. ახლა, შესაძლებელია მასში კარგი თანხის აღება და გუნდის სხვა პოზიციების გაძლიერება ამ ფულით, შეგიძლია დაიმატო შკრინიარი და დანილო, რითაც დაცვა დაკომპლექტდება. ბაზარზე ბარემარბებიც ბევრია და შესაძლებელია ფორვარდის დამატებაც.

მე ვარ ის, ვინც კვარას გაყიდვის გამო თმებს დაიგლეჯს, რადგან ის ძალიან მიყვარს და მაღალი ხარისხის ფეხბურთელად მიმაჩნია. თუმცა, „ნაპოლის“ ის ზაფხულში უნდა გაეყიდა, როცა გარკვეული შეთავაზებები მიიღო. კონტეც გარკვეულწილად დამნაშავეა, რომ ზაფხულში არ გაყიდეს, მაგრამ იმ მომენტში მისი მესმის. „ნაპოლის“ შეუძლია უზარმაზარი გარიგება გააკეთოს, რადგან მას ხელფასის სახით ამ წლებში 1.2 მილიონიდან 1.8 მილიონამდე უხდიან, იყიდეს მხოლოდ 10 მილიონ ევროდ და 80 მილიონად ყიდიან. ამიტომ, აურელიო დე ლაურენტისს ეკონომიკაში ნობელის პრემია ეკუთვნის“, - აღნიშნა კიარიელომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

0.112656