მილანის „ინტერის“ ნახევარმცველის, ნიკოლო ბარელას გადაბირება „ალ-ჰილალს“ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს.
არაბები მზად არიან ბარელას სეზონში ხელფასის სახით 18 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე 27 წლის ნახევარმცველი ამჟამად „ნერაძურიში“ გამოიმუშავებს.
თუმცა, ბარელას სურვილი „ინტერში“ დარჩენაა, სადაც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია, რაც შესაბამისად, საუდის არაბეთში მისი გადასვლის შანსს ამცირებს. გარდა ამისა, მილანური გუნდისთვისაც იტალიელი ხელშეუხებელი ფეხბურთელია.
ნიკოლო ბარელა „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს და 256 მატჩში 25 გოლი გაიტანა. მანამდე ის „კალიარისა“ და „კომოში“ ირჯებოდა.