„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ბუდუ ზივზივაძის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველს ახალ გუნდში კარგი სტარტი აქვს და დარწმუნებულია, რომ ის „ჰაიდენჰაიმს“ დაეხმარება.
“ბუდუმ კარგად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის პირველი დღეები მისთვის ძალიან სტრესული იყო. ძალიან მადლიერი ვარ „კარლსრუეს“ მწვრთნელის კრისტიან აიხნერის და მისი გუნდის, რომ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი დავიმატეთ, რადგან მათ ფეხბურთელი ბრწყინვალედ განავითარეს. დარწმუნებული ვარ, ბუდუ მყისიერად შეძლებს ჩვენს დახმარებას და ასევე, სხვა ფეხბურთელებს თავისი გამოცდილებით დაეხმარება“, - თქვა შმიდტმა.
შეგახსენებთ, რომ „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში 10 ქულით მე-16 ადგილზეა და 11 იანვარს, „უნიონ ბერლინს“ შეხვდება, სწორედ ამ მატჩშია მოსალოდნელი ბუდუს დებიუტი, რომელმაც გუნდთან 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.