ჩოგბურთი

17:56 | 9.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

AUS Open-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ახალგაზრდა ჩეხი ჩოგბურთელი იქნება

დღეს დილით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში იტალიელი ფრანჩესკო პასარო დამაჯერებლად (6:3,6:3) დაამარცხა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

ძირითად ბადეში, ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ შეხვედრაში 19 წლის ჩეხ ჩოგბურთელს იაკუბ მენშიკს დაუპირისპირდება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული შეხვედრა ჩვენი დროით 12 იანვარს 04:00 ზე გაიმართება.

იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი პირველ ბარიერის დაძლევას მოახერხებს, მისი შემდეგი მეტოქე კასპერ რუდსა და ხაუმე მუნარას შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი სეტის წაუგებლად დაასრულა. მან ავსტრალიელი კრუზ ჰიუტი, რუსი ალიბეკ კაჩმაზოვი და იტალიელი ფრანჩესკო პასარო დაამარცხა.

0.11645