„ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტმა ალი კოჩმა კლუბის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს მომავალზე ისაუბრა.
„მოვიგებთ თუ არა ტიტულს, ჟოზე მოურინიუმ თავისი საქმის კეთება უნდა განაგრძოს. ჩვენ გავაგრძელებთ მასთან მუშაობას. სტაბილურობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.გაგვიმართლა, რომ ხარისხიანი სპეციალისტი მოვიწვიეთ", - ციტირებს კოხის სიტყვებს Goal.
მანამდე მოურინიუმ თურქეთის ჩემპიონატის დონე გააკრიტიკა.
მოურინიუმ „ფენერბაჰჩე“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ჩაიბარა. ამჟამად გუნდი 39 ქულით თურქულ სუპერლიგაში მეორე ადგილზეა და ლიდერ „გალათასარაის“ რვა პუნქტით ჩამორჩება.