NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ სტუმრად „მილუოკი ბაქსისთან“ 105:121 დამარცხდა, ხოლო ქართველ კალათბურთელს ამჯერად თამაშის შესაძლებლობა მიეცა.
მამუკელაშვილმა პარკეტზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა, მაგრამ ამ დროში მაინც მოასწრო 7 ქულის დაგროვება. სანდრომ 2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.
„მილუოკიში“ დამიან ლილარდი გამოირჩა 26 ქულით და 8 პასით, ხოლო იანის ანტენტოკუმპოს აქტივში 25 ქულა, 16 მოხსნა და 8 პასი იყო. „სან ანტონიოს“ კელდონ ჯონსონმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
„სან ანტონიო“ 18 მოგებით და 19 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 12 იანვარს, სტუმრად „ლეიკერსთან“ გამართავს.