„იუვენტუსისა“ და ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაველ ნედვედი საუდური „ალ-შაბაბის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.
„ჩეხი ლეგენდა პაველ ნედვედი დაინიშნა ჩვენი კლუბის სპორტულ დირექტორად", - ნათქვამია ალ-შაბაბის განცხადებაში.
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, 52 წლის პაველ ნედვედი მუშაობდა „იუვენტუსში,“ სადაც კლუბის ხელმძღვანელობის მიერ თაღლითობის მუხლით გამოძიების გამო რვა თვით ჩამოერთვა საფეხბურთო საქმიანობის უფლება.
„ალ-შაბაბი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. გუნდმა 13 მატჩში 23 ქულა მოაგროვა.