„ლივერპულმა“ პირველი მარცხი განიცადა 25 მატჩში ყველა ტურნირზე. 8 იანვარს ინგლისის ლიგის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გუნდი „ტოტენჰემთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
ამით „ლივერპულმა“ დაასრულა 24-მატჩიანი წაუგებელი სერია. მანამდე მერსისაიდელებმა 20 მატჩი მოიგეს და ოთხჯერ ფრედ ითამაშეს.
საპასუხო შეხვედრა „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ შორის 6 თებერვალს ლივერპულში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ „ლივერპული“ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. შარშანდელი შეჯიბრის ფინალურ მატჩში გუნდმა ლონდონის „ჩელსის“ ანგარიშით 0:1 მოუგო.