ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს. ნიკოლოზმა დიდი სლემის ტურნირზე ბოლოს 2022 წელს ითამაშა.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იტალიელი ფრანჩესკო პასარო დამაჯერებლად დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად სწორედ იტალიელი მიიჩნეოდა, ნიკოლოზმა მეტოქის დამარცხება ორ სეტში შეძლო (6:3,:63) და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია. ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის მატჩები 12 იანვრიდან აიღებს სტარტს.