ფეხბურთი

0:16 | 9.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ დევისს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს წელიწადში 14-15 მილიონი ევროს ანაზღაურებით

„ბაიერნი“ აწარმოებს მოლაპარაკებებს მცველ ალფონსო დევისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.

Sky Sports-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის თქმით, მიუნხენელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე. კლუბი ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს წელიწადში 14-15 მილიონი ევროს ანაზღაურებით. ძირითადი მოლაპარაკებები ამ კვირაშია დაგეგმილი.

დევისს „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. მიმდინარე სეზონში მან მიუნხენელთა შემადგენლობაში 21 მატჩში 1 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.115375