ფეხბურთი

18:00 | 8.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის თასის მერვედფინალში დაწყვილდნენ, მამარდაშვილის "ვალენსიას" ყველაზე მეტად გაუმართლა

ესპანეთის სამეფო თასზე მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი დაწყვილდა.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ წილისყრაში ყველაზე მეტად გაუმართლა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სუსტი მეტოქე ერგო, ქვედალიგელი - „ოურენსე“.

სამაგიეროდ, მერვედფინალში რამდენიმე საინტერესო წყვილი იქნება: „რეალი“ ვიგოს „სელტას“ შეხვდება, ხოლო „ბარსელონა“ სევილიის „ბეტისს“.

„რეალი“ – „სელტა“

„ბარსელონა“ – „ბეტისი“

„ელჩე“ – „ატლეტიკო“

„პონტევედრა“ – „ხეტაფე“

„ოურენსე“ – „ვალენსია“

„ალმერია“ – „ლეგანესი“

„სოსიედადი“ – „რაიო ვალეკანო“

„ბილბაო“ – „ოსასუნა“

ესპანეთის თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები 15 იანვარს გაიმართება.

0.12043