„ნაპოლი“ ლონდონის „ჩელსის“ და იტალიის 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველის, ჩეზარე კაზადეის დამატებაზე მუშაობს.
Sky Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას კაზადეის შეძენა ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა, რაც არ გამოუვიდა, მაგრამ მიზნის მიღწევას ახლა ეცდება.
21 წლის ნახევარმცველს „ჩელსიში“ სათამაშო დრო იშვიათად აქვს, რის გამოც მას კლუბის დატოვება სურს. ინგლისელები იტალიელს 15 მილიონ ევროდ აფასებენ. აღსანიშნავია, რომ აქამდე კაზადეის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს „ტორინო“ იყო, მაგრამ ბოლო ცნობებით, მისთვის ბრძოლაში „ნაპოლი“ ფავორიტია.
ჩეზარე კაზადეი „ჩელსიმ“ 2022 წელს „ინტერის“ აკადემიიდან დაიმატა და მას შემდეგ „არისტოკრატებში“ 17 უგოლო მატჩი ჩაატარა. ბოლო ორი სეზონი მან იჯარით ჩემპიონშიფში, ჯერ „რედინგში“ და შემდეგ „ლესტერში“ გაატარა.