NBA-ში საოცარი მატჩი გაიმართა, "იუტა ჯაზმა" საკუთარ მოედანზე "ატლანტა ჰოუქს" უმასპინძლა და შეხვედრის დასრულებამდე 2 წამით ადრე მიღებული სამქულიანით 121:124 დამარცხდა.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დრამატული გამოდგა, სტუმრები 8 წამით ადრე 3 ქულით იგებდნენ, თუმცა "იუტამ" 2,9 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე წამები იყო დარჩენილი, "ატლანტასთვის" გამარჯვების მომტანი 3 ქულიანი ტრეი იანგმა ჩააგდო, რომელმაც 2 წამით ადრე საკუთარი ნახევრიდან ისროლა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
"იუტას" 9 მოგება და 26 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს, ხოლო "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში 19 მოგებითა და 18 მარცხით მე-8 ადგილზეა.