"გალათასარაი" გიორგი მიქაუტაძეს თავს არ ანებებს, როგორც თურქული გამოცემები იუწყებიან "გალა" მესამე შეთავაზებას ამზადებს.
Milliyet-ის ცნობით, "გალათასარაიმ" მესამე შეთავაზებისთვის თანხა 24 მილიონამდე გაზარდა, 23 მილიონი გარანტირებული, ხოლო 1 მილიონი ბონუსების სახით. წყაროს ცნობით, თურქული მხარე ქართველ ფეხბურთელს ხელფასის სახით 4.5 მილიონს სთავაზობს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე, ფრანგული ჟურნალისტი რუდი გალეტი წერს. მისი თქმით, მიუხედავად "გალათასარაის" დიდი სურვილისა, აღნიშნულ ტრანსფერს ხელს კიდევ გიორგი მიქაუტაძის სურვილი უშლის, რომელსაც TOP 5 ლიგაში თამაში სურს.
შეგახსენებთ, რომ "ლიონს" დიდი ფინანსური პრობლემები აქვს და ზაფხულამდე ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს. აქედან გამომდინარე შესაძლოა ფრანგული კლუბი გიორგი მიქაუტაძეს ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე შეელიოს.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.