სხვა

10:18 | 8.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოვსარ ევლოევი: "ილიას სახელი მჭირდება და სადაც არ უნდა წავიდეს, მეც იქ გავყვები"

UFC-ის ქვემსუბუქი წონის რუსი მებრძოლი მოვსარ ევლოევი, ილია თოფურიაზე საუბარს არ წყვეტს, მან ქართველ "მატადორზე" კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ილია რა წონაშიც არ უნდა გადავიდეს, ყველგან გაჰყვება.

"არ ვიცი რა ხდება, ილიამ ჩემი ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ წონას იცვლის. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის შევხვდები სატიტულო ბრძოლაზე, რადგან ქამარს მოვიგებ, შემდეგ კი, სადაც ილია წავა იქ გავყვები მეც. მე მისი სახელი მჭირდება რეზიუმეში. ჩემი მთავარი მიზანი ქამრის მოპოვებაა, შემდეგ ილია თოფურიას თავი მჭირდება." - განაცხადა ევლოევმა.

შეგახსენებთ, რომ ინგუში მებრძოლი MMA-ში დაუმარცხებელია, მას 19 გამარჯვება აქვს. ევლოევმა მის ბოლო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

0.12567