ჩოგბურთი

9:36 | 8.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილს მთავარ ბადემდე ერთი გამარჯვება აშორებს

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მეორე მატჩიც მოიგო და ძირითად ბადემდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს.

ნიკოლოზი მეორე წრეში რუს ჩოგბურთელ ალიბეკ კაჩმაზოვს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად ორ სეტში 7:5,6:4 დაამარცხა.

ქართველის შემდეგი მეტოქე ფრანჩესკო პასარო იქნება, რომელმაც ხავიერ ბარანკო სამ სეტში: 4:6,6:3, 7:6 დაამარცხა.

0.108272