დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს.
როგორც L’Equipe იტყობინება, ფრანგმა სპეციალისტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონტრაქტი, რომელიც 18 თვეში იწურება, აღარ გაახანგრძლივოს. ასე რომ, დეშამი ეროვნულ გუნდს მუნდიალის შემდეგ შედეგის მიუხედავად დატოვებს.
დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2012 წლიდან მუშაობს და 2018 წელს მან ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა. გარდა ამისა, 2022 წლის მუნდიალზე და ევრო 2016-ზე ფინალში გაიყვანა, სადაც შესაბამისად, არგენტინის და პორტუგალიის წინააღმდეგ დამარცხდა.
დეშამმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში ერთა ლიგის მოგებაც მოახერხა.