მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი ლა ლიგაში ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
ბრაზილიელი „ვალენსიასთან“ შეხვედრაში გააძევეს, რადგან სტოლე დიმიტრიევსკის თავში ჩაარტყა, ხოლო სადისციპლინო კომიტეტმა მას ორმატჩიანი სასჯელი გამოუტანა.
ვინისიუსი „ლას პალმასთან“ და „ვალიადოლიდთან“ მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას, სამაგიეროდ, ესპანეთის სუპერთასზე კარლო ანჩელოტის განკარგულებში იქნება და გუნდის დახმარებას შეძლებს.
ვინისიუსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 14 გოლი გაიტანა.