ფეხბურთი

22:00 | 7.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" და "კალიარიმ" მეკარეები გაცვალეს

„ნაპოლი“ და „კალიარი“ მეკარეების ბარტერზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ნაპოლის“ მეკარე ელია კაპრილე კარიერას „კალიარიში“ გააგრძელებს, ხოლო სიმონე სკუფეტი - „ნაპოლიში“. კაპრილე „ნაპოლიში“ ალექს მერეტის შემცვლელი იყო, მაგრამ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სურდა, ამიტომაც, კლუბის დატოვება გადაწყვიტა. სკუფეტი კი, „კალიარიში“ იშვიათად თამაშობდა და მერეტის დუბლიორობაზე დათანხმდა.

ორივე შემთხვევაში იჯარა სეზონის ბოლომდეა გათვლილი, მაგრამ კლუბებს ზაფხულში ფეხბურთელების გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

ელია კაპრილემ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ კარი 6-ჯერ დაიცვა, როცა ალექს მერეტი ტრავმირებული იყო. მას „კალიარიში“ პირველი მეკარის სტატუსი ექნება, რის გამოც გადაწყვიტა კლუბის შეცვლა.

0.122773