„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და „ვერონასთან“ უახლოესი მატჩისთვის მწვრთნელის განკარგულებაში იქნება.
ინფორმაციას ამის შესახებ Sky Sport-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, კუნთების პრობლემისგან ხვიჩა განიკურნა და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, 12 იანვარს გასამართ შეხვედრაში მოედანზე გასვლას მოახერხებს.
მოგეხსენებათ, ხვიჩამ ბოლო მატჩი „ფიორენტინას“ წინააღმდეგ გამოტოვა. „ნაპოლი“, რომელიც პირველი წრის შემდეგ სერია A-ს 44 ქულით ლიდერობს, მეორე წრეს „ვერონასთან“ საშინაო შეხვედრით დაიწყებს.