ლონდონის „ტოტენჰემმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე თავდამსხმელ სონ ჰეუნ-მინთან. კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა. მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
სონი „ტოტენჰემს“ 2015 წლის აგვისტოში შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში კორეელმა გარემარბმა 431 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით საკლუბო ისტორიაში მე-11 ადგილს იკავებს. სონმა ასევე 169 გოლი გაიტანა, რაც მეოთხე საუკეთესო შედეგია „დეზების“ ისტორიაში.