ფეხბურთი

14:48 | 7.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის ნაკრებმა Puma-ს ახალი ფორმა წარადგინა

პორტუგალიის ნაკრებმა სოციალურ პლატფორმა X-ის (ყოფილი ტვიტერი) გვერდზე ახალი ფორმის ორი კომპლექტი წარადგინა. გუნდის ტექნიკური სპონსორი ცნობილი გერმანული ეკიპირების ფირმა Puma გახლავთ. ძირითადი ფორმა წითელია, ხოლო სათადარიგო - თეთრი.

შეგახსენებთ, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პორტუგალიის ნაკრების ფორმებს Nike ამზადებდა.

პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა 2024 წელი ფიფას რეიტინგში მეექვსე ადგილზე დაასრულა. უეფას ერთა ლიგის მეოთხედფინალშიც გავიდა, სადაც დანიას დაუპირისპირდება.

0.126387