ფეხბურთი

23:35 | 6.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლური მედია: "კვარაცხელიას ტრავმა რომც არ ჰქონოდა, ძირითადში მაინც სპინაცოლა იქნებოდა"

იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლის“ ტრავმების გამო ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო გამოაკლდნენ, რის გამოც „ფიორენტინას“ წინააღმდეგ შეტევაში ითამაშა მცველმა, ლეონარდო სპინაცოლამ.

აღსანიშნავია, რომ ეს ანტონიო კონტეს თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი, მანამდე, სანამ კვარაცხელია ტრავმას მიიღებდა.

Radio Kiss Kiss Napoli-ის დირექტორი ვალტერ დე მაჯო ამის შესახებ ამბობს: „დარწმუნებული ვარ, კვარა კარგად რომ ყოფილიყო, ძირითად შემადგენლობაში მაინც სპინაცოლა ითამაშებდა“.

სხვათა შორის, იგივე ცნობა მანამდეც გავრცელდა ნეაპოლური გაზეთის Il Mattino-ს მიერ. ფაქტია, რომ ბოლო დროს, „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველის ადგილი გარანტირებული აღარ არის, რაც ყველაფერთან ერთად დავიდ ნერეშის ძალიან მაღალი დონის თამაშსაც უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 12 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ვერონასთან“ გამართავს.

0.113676