ცნობილი იტალიური გამოცემა dello La Gazzetta Sport-ი "ნაპოლის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს.გამოცემის თქმით "კვარას" "ნეაპოლურ" კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი უდგას.
"მას შემდეგ, რაც კვარაცხელიამ ორი შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა და კლუბის უცვლელი წევრი გახდა, "ნეაპოლურ" კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი უდგას. ეს ყველაფერი მხოლოდ დავიდ ნერეშის კარგი თამაშით არაა გამოწვეული, რადგან კვარაცხელია ხელს ტრავმებიც უშლის."
"სათქმელია ისიც, რომ მიუხედავად ყველაფრისა ქართველი ფეხბურთელი ისეთივე შთამბეჭდავი ნამდვილად აღარაა, როგორც ეს გასულ სეზონებში იყო, რადგან მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ის უკვე გაშიფრული ჰყავთ და კვარაცხელიას ქმედებები მათთვის სიურპრიზი აღარაა" - წერს იტალიური გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიაზე.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სერია A-ს გათამაშებაში 17 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გატანილი გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.