ფეხბურთი

13:53 | 6.01.2025 | ნანახია 2767 - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის შეძენა კიდევ ერთ იტალიურ კლუბს უნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კრემონეზეს" ფეხბურთელის ლუკა ლოჩოშვილის შეძენა "მოდენას" შემდეგ კიდევ ერთ იტალიურ კლუბს უნდა.

როგორც იტალიური გამოცემა Tuttosport-ი იტყობინება, ქართველი მცველის შეძენით "სალერნიტანა" დაინტერესდა და მზადაა ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დახუროს.

გეტყვით, რომ ლუკას თავადაც სურს კლუბის შეცვლა, რადგან იშვიათად ხვდება "კრემონეზეს" ძირითად შემადგენლობაში.მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.

"სალერნიტანა" სერია B-ს მიმდინარე გათამაშებაში 20 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-18 ადგილს იკავებს და ლიგაში დასარჩენად იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილის დამატების სურვილი "სალერნიტანანასთან" ერთად, "მოდენას", „რიზესპორს“ და „გაზიანთეფსპორს" აქვს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:50 | 04.09.2020
arsena8 (731)

ეეეჰ, ამათ ისეთი ვინტაჟურად დაყენებული წვერ-ულვაში აქვთ, რომ ფეხბურთს კარგად ვერ ითამაშებენ, დაიზარებენ.

0.078663
2767