გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ოლივერ კანი ფრანგულ "ბორდოს" ყიდულობს.
აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა BILD-ი ავრცელებს. წყაროს თქმით ოლივერ კანს "ბორდოს" შეძენა სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი და მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ "ბორდოს" ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც რანგით მე-4 დივიზიონში დაქვეითდა. ფრანგულ კლუბს ამ ეტაპისთვის 118 მილიონი აქვს ვალი.