ფეხბურთი

11:50 | 6.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ამად დიალო მანჩესტერ "იუნაიტედის" ისტორიაში შევიდა

მანჩესტერ "იუნაიტედის" 22 წლის ფეხბურთელი ამად დიალო "ლივერპულთან" (2:2) გატანილი გოლით კლუბის ისტორიაში შევიდა.

საქმე ისაა, რომ დიალო გახდა მე-3 ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში სტუმრად გაუტანა, როგორც მანჩესტერ "სიტის", ისე "ლივერპულს". აქამდე ეს მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა გაკეთებული, უვეინ რუნის (2004-2005) და რობინ ვან პერსის (2012-2013) წლების სეზონში.

ამად
დიალომ მიმდინარე პრემიერლიგის სეზონში "წითელი ეშმაკების" მაისურით 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 3 გატანილ გოლთან ერთად, 6 საგოლე გადაცემაა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:25 | 15.03.2015
tato45 (125)

გამიხარდა ფოფხაძის დაბრუნება. წარმატებები. ძალამიძე და ფოფხაძე კარგი დუეტი იქნება ნაკრებისთვის

0.065814