ფეხბურთი

11:04 | 6.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის "ტორპედო" საუკეთესო ბომბარდირმა დატოვა

ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა.

აღნიშულ ინფორმაციას "ტორპედოს" ფან-კლუბი ავრცელებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს 33 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელი კარიერას.

შეგახსენებთ, რომ იონსენი "ტორპედოს" რიგებს 2024 წლის იანვარში შეუერთდა, მან ქუთაისელთა მაისურით 34 მატჩი 23 გოლი გაიტანა და ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა.

0.116187