საბერძნეთის სუპერლიგის მე-17 ტურში „ოფიმ“ სტუმრად „არისი“ 2:0 დაამარცხა, ლევან შენგელიამ კი, მორიგი საგოლე პასი მიითვალა.
ქართველის გადაცემით 70-ე წუთზე ენდრიუ იუნგმა ახლო მანძილიდან გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 15 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 6-ჯერ საგოლე პასი მიითვალა და აღსანიშნავია, რომ საგოლე პასებით სუპერლიგაში ლიდერია. მას თითო გოლი და საგოლე პასი საბერძნეთის თასზეც აქვს.
„ოფი“ 17 ტურის შემდეგ 23 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 იანვარს, „ლევადიაკოსს“ უმასპინძლებს.