იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში გამორჩეული დუელი შედგა, რომაული დერბი, რომელიც ტრადიციული სახის გამოდგა - დაძაბული, წითელ-ყვითელი ბარათებით, ფეხბურთელებს შორის არაერთი ჩხუბით.
მიმდინარე სეზონში გუნდებს რადიკალურად განსხვავებულად აქვთ საქმე: „ლაციო“ კარგ სეზონს ატარებს, „რომა“ - ცუდს, მაგრამ დერბი დელა კაპიტალე კლაუდიო რანიერის გუნდმა მოიგო.
„რომამ“ მატჩი დიდებულად დაიწყო და უკვე მე-18 წუთზე ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. ჯერ ლორენცო პელეგრინიმ გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ ალექსის სალმაკერსმა სხვაობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, „რომამ“ 2:0 გაიმარჯვა და რთულ სეზონში უპრინციპულესი მეტოქე დაამარცხა.
„ლაციო“ წაგების მიუხედავად 35 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „რომას“ 23 ქულა აქვს და მე-10 პოზიციას იკავებს.
„რომა“ – „ლაციო“ 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 პელეგრინი (10), 2:0 სალმაკერსი (18)