„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის სუპერთასი მოიგო. ლუის ენრიკეს გუნდმა ფინალში „მონაკო“ დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.
პსჟ-ს უსმან დემბელემ მოაგებინა, რომელმაც ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გაიტანა და პარიზელებს ტიტული მოაგებინა.
ასე რომ, „პარი სენ-ჟერმენმა“ 2025 წელი ტიტულით დაიწყო.