ფეხბურთი

19:00 | 5.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" დუშან ვლაჰოვიჩზე შეთავაზებებს განიხილავს

„იუვენტუსისთვის“ დუშან ვლაჰოვიჩი ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არის და შეიძლება ის კლუბმა გაყიდოს. ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.

სერბს კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, მის განახლებაზე კი, მხარეები ვერ თანხმდებიან. პრობლემა ფეხბურთელის ძალიან მაღალი ხელფასია, სეზონში 12 მილიონი ევრო, რომლის გადახდა კლუბს აღარ სურს, რადგან ყველაფერთან ერთად ვლაჰოვიჩის თამაშითაც კლუბში უკმაყოფილო არიან.

ამიტომაც, „იუვე“ ნებისმიერ შეთავაზებას მოისმენს და განიხილავს, შესაბამისად, ვლაჰოვიჩი არ შედის იმ ფეხბურთელთა შორის, რომლის გაყიდვას ტურინელები გამორიცხავენ.

მიმდინარე სეზონში დუშან ვლაჰოვიჩმა „იუვენტუსში“ ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.121758