ფეხბურთი

15:07 | 5.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "არაკორექტულია ბაზარზე საუბარი, ჩვენი ფეხბურთელების შრომა უნდა დავაფასოთ"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი კმაყოფილი არიან ამჟამინდელი შემადგენლობით და ამ ფეხბურთელების დამსახურებაა, რომ გუნდი პირველ ადგილზეა.

„ცოტა უპატიცემულოდ მიმაჩნია სატრანსფერო ბაზარზე საუბარი, სეზონი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამ შემადგენლობით გუნდი კარგად მუშაობას და არაკორექტულია მოლაპარაკებებზე საუბარი, არ შეიძლება მათი შრიმის დაკნინება.

დანილო უაღრესად კარგი ფეხბურთელია, ის ახლა რთულ ვითარებაშია, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე ორიენტირებული, არ ვფიქრობთ,მ ბაზარზე, ვმუშაობთ, თუმცა ამ ეტაპზე ბაზარზე საუბარი არასასიამოვნოდ მიმაჩნია. მესმის, რომ ეს თემა გულშემატკივრებს აინტერესებთ და უნდა გვყავდეს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ გვყავს გუნდი, რომელიც პირველ ადგილზეა და ჩვენს ხელთ არსებული ფეხბურთელების იმედი გვაქვს“, - თქვა მანამ.

0.114667