საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-14 ტურში „ლიონმა“ „პერპინიანი“ 17:12 დაამარცხა, ხოლო ბექა შვანგირაძემ თავი ლელოთი გამოიჩინა.
ქართველმა მორაგბემ მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი 27-ე წუთზე დაამიწა და იმ დროისთვის თავისი გუნდი დააწინაურა (5:2). შვანგირაძის გარდა, „ლიონში“ დავით ნინიაშვილმა და ბექა საღინაძემ ითამაშეს.
„ლიონი“ 14 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 იანვარს, „ბორდოს“ ესტუმრება.