„მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, მარკუს რაშფორდის „ბარსელონაში" გადასვლის ალბათობა ამჟამად ნულის ტოლია - გვამცნობს Relevo.
მიუხედავად არაერთი გავრცელებული ჭორისა რაშფორდის „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ, უფრო სავარაუდოა, რომ ეს გარიგება არ განხორციელდება. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ცოტა ხნის წინათ მოლაპარაკება გამართა „მილანთან“ თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.
მიმდინარე სეზონში რაშფორდმა ყველა შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 24 მატჩში, რომლებშიც შვიდი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.