ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტზე როგორც ჩანს, კვლავ ვერ თანხმდებიან. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომელიც გამოირჩევა სანდო ინფორმაციებით.
როგორც მან თქვა, ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები დიდი ხანია გრძელდება, ეს კარგის მომასწავებელი არ არის:
„ნაპოლიმ“ კვარაცხელიას 5.5 მილიონი ევრო და ბონუსები შესთავაზა, 7 მილიონამდე მისაღწევად. თუმცა, მის გარემოცვას გარანტირებული ხელფასი სურს. ტელენოველა, რომელიც დიდი ხანია გრძელდება და ვიცით, რომ ეს კარგის ნიშანი არ არის“, - აღნიშნა სკირამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად სეზონში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და კონტრაქტი ძალაში 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.