22:24 | 4.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკომ“ მთავარ მწვრთნელ ჰიუტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

„მონაკომ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა, რომ გაახანგრძლივა კონტრაქტი თავის მთავარ მწვრთნელ ადოლფ ჰიუტერთან.

„მონაკო“ მოხარულია გამოაცხადოს ადი ჰიუტერთან კონტრაქტის კიდევ ორი ​​სეზონით გახანგრძლივებით. ავსტრიელი მწვრთნელი ახლა კლუბთან 2027 წლის 30 ივნისამდეა შეთანხმებული“, - ნათქვამია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.

„მონაკო“ 16 მატჩის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. გუნდმა 30 ქულა მოაგროვა.

ხვალ, 5 იანვარს, საფრანგეთის სუპერთასის მატჩში „მონაკო“ პსჟ-ს დაუპირისპირდება. შეხვედრა „სთედიუმ 974“-ზე (დოჰა, ყატარი) გაიმართება და თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

0.113237