საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ტურში „სენტ ეტიენმა“ „რეიმსი“ დაამარცხა და წარუმატებელი სერია შეწყვიტა.
პირველი ტაიმი „რეიმსმა“ მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზევე აგუსტინ ბოაკიმ დუბლი შეასრულა, ხოლო მატჩის მიწურულს ლუკას სტასინიმ მესამეც გაიტანა და „მწვანეებმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს - 3:1. „სენტ ეტიენში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეირიკ ჰორნელანდის წარმატებული დებიუტიც შედგა.
ზურიკო დავითაშვილს არ უთამაშია, რადგან სიცხე ჰქონდა და სეზონში პირველი მატჩი გამოტოვა. ქართველს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.
„სენტ ეტიენს“ 16 ტურში 16 ქულა აქვს დაგროვებული და სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 იანვარს, „პარი სენ-ჟერმენს“ სტუმრად შეხვდება.