ფეხბურთი

21:04 | 4.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა

ინგლისის ჩემპიონშიფის 26-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძეს „უოტფორდმა“ „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

გუნდებმა პირველ ტაიმში გოლები გაცვალეს, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე „შეფილდმა“ მეორე გოლი გაიტანა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა. გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, ტრადიციულად გამორჩეულიც იყო, საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა.

„უოტფორდმა“ ზედიზედ მესამე თამაში წააგო და 37 ქულით მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო ტურში კი, 14 იანვარს, „კარდიფს“ უმასპინძლებს.

გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფსა და ინგლისის თასზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 6-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.107084