იტალიის სერია A-ში „ემპოლიმ“ სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და მე-19 ტურში სტუმრად „ვენეციას“ დაუზავდა - 1:1.
ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა: ჯერ იოელ პოიანპალომ მასპინძლები დააწინაურა, რასაც სებასტიანო ესპოზიტომ უპასუხა და მერე არაფერი შეცვლილა. საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, კარგადაც, როგორც ხშირად მიმდინარე სეზონში. ქართველ მცველს სერია A-ში ამ დროისთვის 16 მატჩი აქვს ჩატარებული.
„ემპოლი“ 20 ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში 11 იანვარს, „ლეჩეს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.